„ღარიბაშვილს კიდევ ერთი მუხლი უხდება და ესადაგება – ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება – თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლება მისთვის საჩუქარია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენში ჩარტერული რეისით ფრენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მის გადადგომას მხარს უჭერენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მან პასუხი სისხლის სამართლებრივადაც უნდა აგოს.
მთავრობის სტრატკომი: რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა
თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე.
„ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა იყოს დაკავებული. ის, რომ მის გადადგომას მხარს დავუჭერთ, ეს ყველასთვის გასაგებია, თუმცა ეს ადამიანი, ამ კონკრეტულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშიც უნდა იყოს მიცემული.
კიდევ ერთი მუხლი ძალიან უხდება და ესადაგება – ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება.
მისთვის ამ მუხლით გასამართლება, რასაც ჰქვია თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ხარჯების მითვისება, გაფლანგვა, საჩუქარია და მის ადგილას ვთხოვდი კიდევ პროკურატურას, რომ იქნებ ამ ბრალდებით გაასამართლონ“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.