LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში“ ვისურვებდი, ასეთი ადამიანები საჭიროა პოლიტიკაში.. რაც შეეხება კოკო გამსახურდიას, მის ადგილზე, ამ ფორმით თანამდებობაზე დანიშვნას არ ვისურვებდი“ – პაატა მანჯგალაძე

207
Untitled design (4)

„პაპუაშვილმა კეკელიძეს უთხრა, კარგად მუშაობ, მაგრამ 11 წელი ბევრია და განახლების დროაო და ეს არაფრისმაქნისები რომ 12 წელი არიან ხელისუფლებაში, კიდევ უნდა იყვნენ?! – კეკელიძის მსგავს ადამიანებს „სუპერ პაკში“ ვისურვებდი, ასეთი ადამიანებია საჭირო პოლიტიკაში,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„კეკელიძე გამორჩეული ადამიანია, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თავის საქმის.

არჩევნები მოდის და თუ სადმე რაიმე გავლენის ჯგუფია, „ქართული ოცნება“ მის კონსოლიდირებას ცდილობს. როგორც ვიცი დადასტურდა, რომ კოკო გამსახურდია უნდა დაინიშნოს, „ქართულ ოცნებას“ ახლა ზვიადისტების ხმებზე ნადირობა დასჭირდა, მანამდე სტალინისტების ხმებზე ნადირობდნენ. არ უშველით მათ კოსმეტიკური ცვლილებები, „ქართული ოცნება“ განწირულია.

რაც შეეხება კოკო გამსახურდიას, ამ ფორმით, მის ადგილზე არ ვისურვებდი თანამდებობაზე დანიშვნას. წესიერი კაცია, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, კარგი იდეები ჰქონდა, ამ ფორმით დანიშვნას რაც შეეხება, თავს ვიკავებ მასთან დაკავშირებით, რადგან უდიდეს პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, ამ ოჯახს და არ მაქვს განწყობა რაიმე ნეგატიური ვთქვა ახლა მასზე. თუმცა, მე მის ადგილას არ ვისურვებდი, ამ ფორმით ვინმეს დავენიშნე თანამდებობაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“.

გიორგი კეკელიძეს თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

„გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას“ – დათო ტურაშვილი

„გიორგის არცერთი მთავრობის პირობებში ერთხელაც აზრად არ მოსვლია ადამიანების გამორჩევა, პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით დახარისხება, თანაბრად ღია ჰქონდა კარი ყველასთვის“ – ნათია ფანჯიკიძე

„არც მე გამიშვებს სინდისი სამშვიდობოს გიორგი კეკელიძე, ნიკოს სახელით მადლობა არ გითხრა, იმ ადამიანთა შორის ხარ, ვისი გაცნობაც ჩემმა ნიკომ მოასწრო“ – იზა ომაძის ემოციური მადლობა