LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამალა ჰარისი: აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში ჯარები გავგზავნოთ, წერტილი

164
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ „აშშ-ს აბსოლუტურად არ აქვს განზრახვა, რომ ისრაელში ან ღაზაში ჯარები გააგზავნოს“.

მისი განცხადებით,  აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

„ჩვენ არ გვაქვს განზრახვა და არც გვაქვს რამე გეგმები საბრძოლო ჯარების ისრაელში ან ღაზაში გაგზავნის შესახებ. მინიმუმ 1400 ისრაელელი დაიღუპა. ისრაელს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „ჰამასისა“ და პალესტინელების გაიგივება. პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოებისა თანაბარ ზომებს, თვითგამორკვევას და ღირსებას, და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ომის წესების დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ჰარისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები