LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IT ტრენინგები ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდებისთვის – StrategEast აპლიკაციებს იღებს

447
ლიკა მერაბიშვილი

StrategEast-მა საქართველოში IT HUB-ის პროგრამა დაიწყო, რაც გულისხმობს IT ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით (ბიზნეს ანალიტიკა IT-ში, პროექტების მართვა IT-ში, ჯავა, ნეტ დეველოპმენტი და სხვა). ტრენინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. პროექტი მოამზადებს 200 ახალგაზრდას, ქართველებს და საქართველოში მცხოვრებ ომის დროს იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს. ტრენინგების შემდგომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს IT HUB დაეხმარება დასაქმებაში.

“IT პროფესია მომავლის პროფესიაა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ქართველ ახალგაზრდებს და ომის შედეგად გადაადგილებულ უკრაინელებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ დავეხმაროთ ნომერი პირველი პროფესიის დაუფლებაში. IT HUB საქართველოს პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას, რომლის დასრულების შემდგომაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს დასაქმებაში დავეხმარებით. სტუდენტები გაივლიან 7-9 თვიან პროგრამას, რომელიც ხორციელდება ონლაინ, შესაბამისად, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ყველას, განსაკუთრებით რეგიონების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ აპლიკაციის შევსებას და პროგრამაში მონაწილეობას”, – ამბობს StrategEast-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორი ლიკა მერაბიშვილი “ფორტუნასთან”.

StrategEast-ის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას EBRD უზრუნველყოფს. საქართველოში პროექტის პარტნიორია GITA და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2020 წელს უკვე განხორციელდა მსგავსი პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ახალგაზრდა გადამზადდა, ისინი დღემდე IT სფეროში არიან დასაქმებულები.

პროექტი ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნა. შეთანხმებას ხელი მოეწერა ჯიტას, StrategEast და EBRD-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროში.

აპლიკაციების შესავსებად ეწვიეთ ბმულს:

https://docs.google.com/forms/d/19pIWW5OGHYZ7zyt_Yg5K32Wb04KWsRoBrMIAYadTNnQ/edit?ts=63dbdc4d

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები