LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში სიკვდილით დასჯის კანონპროექტი მოამზადეს

67

 

ისრაელში ტერორისტებს სიკვდილით დასჯიან. მთავრობამ მოამზადა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ტერორიზმი სასჯელის უმაღლესი ზომით დაისჯება. აღსანიშნავია, რომ ახალ კანონს მხარი პრემიერმაც დაუჭირა და მას პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს. ამ დროისთვის ტერორისტული საქმიანობისთვის სასჯელის მაქსიმალური ზომა სამუდამო პატიმრობაა, რასაც კანონმდებლები არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, ისრაელში ასეთი სასჯელი უკვე წლებია არსებობს, თუმცა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კანონის არსებობის ისტორიაში სიკვდილით მხოლოდ 2 ადამიანი დაისაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები