LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველ მეათეს უკან აბრუნებენ

84
1504161159

ისრაელში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველ მეათეს უკან აბრუნებენ – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის იანვრის სტატისტიკაში ვკითხულობთ.

უწყების ცნობით, 2019 წლის იანვარში ისრაელში საქართველოს 1320 მოქალაქე გაემგზავრა, ქვეყანაში შესვლა კი 141-მა ვერ შეძლო.

ისრაელიდან იანვარში საქართველოს 82 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

ამასთან, შენგენის ზონის ქვეყნების გარდა, საქართველოს 32 მოქალაქეს უარი ეთქვა თურქეთში შესვლაზე, 16 მოქალაქეს – უკრაინაში, ხუთს – ბელარუსში, ხოლო თითოს – ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.

საქართველოს მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად თურქეთის მიმართულებით ფიქსირდება (იანვარში – 116 220), მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (56 462), მესამეზე სომხეთი (25 012).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები