LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში 5 000 წლის წინანადელი ,,ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი” აღმოაჩინეს

211
1-25

ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა 5 000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს. ქალაქში, სადაც დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მეცნიერებმა ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკად მოიხსენიეს. როგორც არქეოლოგები ამბობენ, ამ ადგილას ადამიანის პირველი დასახლება 7 ათასი წლის წინ გაჩნდა. ქალაქი იმდროინდელი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა.

ენ-სურის სახელით ცნობილი ქალაქის ფართობი დაახლოებით 65 ჰექტარი იყო, რაც დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ბრინჯაოს ეპოქის ნებისმიერი აღმოჩენილ დასახლებაზე.

გათხრების დროს დაახლოებით 4 მილიონი სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტი და უიშვიათესი ადამიანისა და ცხოველების მინიატურული ქანდაკებები აღმოაჩინეს.

არქეოლოგებმა დამწვარი ცხოველების ძველები აღმოაჩინეს, რაც დიდი ალბათობით იმის ნიშანია, რომ პერიოდულად ქალაქში მსხვერპლშეწირვის რიტუალები ტარდებოდა.

მეცნიერებს აღმოჩენაში ორი წლის განმავლობაში ხუთი ათასამდე ადგილობრივი და მოზარდი ეხმარებოდა.

https://www.facebook.com/AntiquitiesIL/videos/2447790278876690/?v=2447790278876690

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები