დღეს დილით ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, მათმა საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს.
მსხვერპლის შესახებ მონაცემები, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.
საჰაერო დარტყმების შესახებ გადაწყვეტილება თელ-ავივმა მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან 20-მდე ხანძარი გამოიწვია.
საჰაერო თავდასხმები პირველი იყო მას შემდეგ, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის 11-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულებულად გამოცხადდა.