LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების გეგმა დაამტკიცა

240
უსათაურო დიზაინი (1)

ღაზას სექტორზე განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, საჭიროების შემთხვევაში 25 000-მდე რეზერვისტის გამოძახების გეგმას ამტკიცებს.

უწყების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ეს საჭიროა “ოპერატიული მიზნებისთვის”.

შეგახსენებთ, “ისლამური ჯიჰადის” მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

როგორც ისრაელის მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით კი, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. გარდავლილთა შორის ღაზას სექტორის მეთაურიც. დაშავებულია, სულ მცირე, 44 ადამიანი.

ვიდეო: ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა – დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები