ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა i24News ავრცელებს.
ცხედრები ისრაელელმა ჯარისკაცებმა კფარ-აზაში იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
“ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ ჩვილებს, დედებს, მამებს, მათ საძინებლებში, როგორ მოკლეს ისინი ტერორისტებმა”, – განაცხადა IDF-ის გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა მედიასთან.