LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი საქართველოში ღირსეულად დაბრუნების მსურველ არალეგალებს დახმარებას სთავაზობს

131

ფეისბუქ ჯგუფის “მოგზაურთა კლუბის” ადმინი, ლევან ჩანჩალეიშვილი ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არალეგალ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეა ისრაელში იმყოფებიან, და სამშობლოში ნებაყოფილობით და “ღირსეულად” დაბრუნების სურვილი აქვთ, ისრაელის საიმიგრაციო სამსახური დახმარებას სთავაზობს.

სამსახური არალეგალებს ავიაბილეთის შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში დაეხმარება.

განცხადებაში მითითებულია, როგორც მისამართი, ასევე სამუშაო საათები და საკონტაქტო ნომრები.

“ფორტუნა” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან 

არალეგალურად და სურვილი აქთ ნებაყოფილობით და ღირსეულად დაბრუნდნენ საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთის შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების 

გაფორმებაში ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც, საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ 6 თვე.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფილობითი დაბრუნების დეპარტამენტი.

(სამუშაო საათები: 08:00-15:00 ტელ:036982059 036982059 და 036982061

64 mivtza kadesh street, bnei brak”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები