„IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მმართველობის შედეგი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი, რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.
ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური…
Posted by Nika Melia / ნიკა მელია on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2023
ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას.. მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.
ამ განწყობის არსებობა, მითუმეტეს ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს „ოცნების“ პროპაგანდას“, – წერს მელია.