ირანული კომპანია საქართველოში პარტნიორს ეძებს – “სამიმ რაიანე”, რომელიც საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექოლოგიურ პროდუქციას აწარმოებს, ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ფლობს თანამედროვე ლაბორატორიებს, სადაც დასაქმებულია 100-ზე მეტი სპეციალისტი.
ირანული კომპანია აწარმოებს 120-ზე მეტი დასახელების მაღალტექნოლოგიურ აუდიო და ვიდეო მოწყობილობას, ინტერაქტიულ სატელევიზიო სისტემებსა და ადამიანური რესურსების პროგრამირების სისტემებს.