ირანის ქალაქ თავრიზში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სკოლის შენობასთან ჩამოვარდა, რომელიც იმ დროს დაკეტილი იყო.
დაშავებულთა შორის ორივე მათგანი პილოტია, ერთ-ერთი დაღუპული კი ქვეითი იყო.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.