ირანში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მიზეზი ძველი ინფრასტრუქტურაა.
“შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხანძარი ახლა ლიკვიდირებულია.” – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
აფეთქებამ მცირე ბიძგებიც გამოიწვია და ის მიმდებარე ტერიტორიებზე იგრძნობოდა.