LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანმა ტრამპის ადმინისტრაციის დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ, სამხედრო წვრთნები დაიწყო

98

ირანმა ტრამპის ადმინისტრაციის მისთვის დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, წვრთნების ფარგლებში მოხდება სარაკეტო და რადარების სისტემების გამოცდა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, ირანის სასანქციო სია გაზარდა, რომელიც 13 ფიზიკურ პირს და 12 კომპანიას ეხება. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 თებერვალს ირანი ოფიციალურად გააფრთხილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები