LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანი ევროკავშირს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს

1547025326-49714049_2597486640269337_3283485889153466368_n

“ევროპელები, მათ შორის დანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი “ირანელი ხალხის მოჯაჰედების ორგანიზაციას იფარავენ” – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა. მისი თქმით, ტერორისტებმა, რომლებიც ევროკავშირს აფარებენ თავს, 12 ათასი ირანელი მოკლეს და ერაყელი ქურთების წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის დანაშაული წაახალისეს.

მინისტრმა განმარტა, რომ ევროკავშირის მიერ ირანის სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, თეირანის წინააღმდეგ ბრალდებები ევროკავშირს ტერორისტების შეფარების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ევროკავშირმა ირანის სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ სანქციები ევროპის ტერიტორიაზე მკვლელობების შეთქმულების საფუძველზე დააწესა. პარალელურად, ნიდერლანდებში განაცხადეს, რომ ირანული წარმოშობის ნიდერლანდების ორი მოქალაქის პოლიტიკურ მკვლელობაში ირანი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები