იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს, ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლით იმუქრება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ, განაცხადა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, „არ არის კარგი პარტნიორი“.
როგორც ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, „სანქციების წარუმატებელმა გამოცდილებამ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია აიძულა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო“.
„ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიომ დაინახა, რომ აშშ გარდა იმისა, რომ მუდმივად არღვევს ერთობლივ, ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას, ასევე უგულებელყოფს სხვა გლობალურ შეთანხმებებს და თავის მოკავშირეებს უჩვენებს, რომ აშშ არ არის კარგი პარტნიორი,“ – დასძინა რუჰანიმ.