Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ირანი აკვაკულტურის მიმართულებით გამოცდილებას გაგვიზიარებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანი აკვაკულტურის მიმართულებით გამოცდილებას გაგვიზიარებს

81

ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე, სეიდ ჰამიდ კალანთარმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილთან ერთად, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზები, წილკანსა და ჯიღაურაში დაათვალიერა. მინისტრის მოადგილე ინვიტრო, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის და თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის ლაბორატორიებს ესტუმრა და მათ მუშაობას გაეცნო.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტუმარს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა აკვაკულტურის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორც ნოდარ ხატიაშვილმა აღნიშნა, ტბორებსა და აუზებში თევზის მოშენების კუთხით, ირანს დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

სეიდ ჰამიდ კალანთარმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებიც დაათვალიერა, ქართული მეღვინეობის ისტორიას გაეცნო და იშვიათი ჯიშების ყურძენი დააგემოვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები