ირანელი წყვილი საჯაროდ ხელის თხოვნის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ არაკში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა საკუთარ შეყვარებულს ხელი თხოვა, რასაც იქ მყოფების აპლოდისმენტები მოჰყვა. გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც.
📹 Man publicly proposes to woman at shopping mall in Arak, central #Iran
Both arrested for "marriage proposal in contradiction to islamic rituals… based on decadent Western culture," then released on bail pic.twitter.com/eKdlNX9Bte— Sobhan Hassanvand 📰 سبحان حسنوند (@Hassanvand) March 8, 2019
სამართალდამცველებმა დაკავების გადაწყვეტილება ისლამის წესების დარღვევის გამო მიიღეს. მათი თქმით, წყვილის საქციელი ისლამის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათი დაკავების მოთხოვნით კი პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.
BBC -ის ცნობით, წყვილი რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს.