LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ მდივანსთან ანტონიუ გუტერეშთან ოკუპაციაზე ისაუბრა

42
Untitled

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიუ გუტერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაეროსა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები