პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ამჯერად გაფართოებულ ფორმატში ხვდება.
როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს დღეს პირისპირ ერთხელ უკვე შევხდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ, ევროპულ საბჭოში დაბრუნდა, სადაც შეხვედრას უკვე გაფართოებულ ფორმატში ესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.