“არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ – რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის თავის სიტყვას საქმეს მოაყოლებს.
პრემიერი: “ვინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი საქართველოში მაცივრით დაბრუნდებოდა”
“ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს. ყველაზე მეტი აქცენტი ჰქონდათ ზუგდიდზე. ახლა ზუგდიდშიც ნახეს, გაზომეს, რომ იქაც აგებენ და ამიტომ გააყალბეს და გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნეს. აბსოლუტურად ყველგან ვიგებთ არჩევნებს.
მინდა მოსახლეობას და მათ შორის, სააკაშვილის ამომრჩევლებს მივმართო. რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სხვა დამოკიდებულება მისი ამომრჩევლის მიმართ, იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა დავადასტურო იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენს მიმართ განსხვავებული შეხედულება აქვთ. მაგრამ, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის, მინდა მათ ვუთხრა, რომ არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ – რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ. მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არ იყოს დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.