LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

155
640e0cb6ae580

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

„ვიცი, კიდევ უამრავი ახალგაზრდა გაიზრდება შენი ფილმების ყურებით.. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“ – ელდარ შენგელაია ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები