LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ჯამლეტ ხუხაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

139
339417847_147730311578866_3405271342383849570_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან-ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სპორტის სასახლეში ჟურნალისტისა და კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

“მინდა ყველას მოგისამძიმროთ ეს მძიმე წუთები. ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ ლეგენდარული პიროვნება, ლეგენდარული ადამიანი, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში უზომო სიყვარულით და თავდადებით ემსახურა თავის ქვეყანას და თავის საქმეს. ბატონი ჯამლეტი თავისი მოღვაწეობით გვაძლევდა სწორ მაგალითს. მას ყოველთვის ჰქონდა სწორი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პოზიცია. მთელი თავისი შეგნებით იგი ემსახურებოდა ქართული სპორტის განვითარებას, პოპულარიზაციას. მან არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენი აჩუქა ჩვენს ქვეყანას. ამას გარდა, ბატონი ჯამლეტი თავდაუზოგავად შრომობდა იმისთვის, რომ ებრაელ და ქართველ ხალხს შორის ძმობა და მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცე გამხდარიყო. ჩემთვის ძალიან მძიმე წუთებია. მე განსაკუთრებით მიყვარდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი. მინდა მის ოჯახს, ქალბატონ ევას, მის შვილებს, ახლობლებს, ნათესავებს, ყველას მივუსამძიმრო ეს მძიმე წუთები. ბატონი ჯამლეტი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, ვიზიარებთ ამ მძიმე წუთებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები