„ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება“, – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.
მისი თქმით, „ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, ხელში ჩაიგდოს პარტიული თანამდებობა და თავი დაცულად იგრძნოს“.
“ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად”,- განაცხადა ახვლედიანმა.