LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

110
12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის პოზიტიურ თანამშრომლობა-მხარდაჭერას რეფორმათა განხორციელების პროცესში.

მხარეებმა გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ევრაზიის კონტინენტზე სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობის და ამ მიმართულებით საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობა განიხილეს.

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ისტორიულად არის ბუნებრივი ხიდი ევროპა-აზიას შორის და სტრატეგიული მდებარეობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პირადი თანაშემწე ლიტიანა რასიგატალე, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცერი ლიკა ლომინაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანიც ესწრებოდნენ.