LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია

82
IRAKLI 56

მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი! , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გახელაძის გათავისუფლების პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი.

„პირველ რიგში მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი!

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის დედას, მამას, მეუღლეს და მის შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები