LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოჰანეს ჰანი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას წლის ბოლოსთვის იმედოვნებს

92

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბლოსათვის მიიღებენ. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ წერს“.

როგორც რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ჰანმა განაცხადა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მკაფიოდ მიანიშნებენ, ხოლო ბევრ ქვეყანას აქვს მკაფიო მოლოდინი, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება უნდა მიენიჭოთ.

მათივე ცნობით, უვიზო მიმოსვლისთვის მწვანე შუქის ანთებას ორივე ორგანოს, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობა სჭირდება. ეს კი, უკრაინისა და საქართველოსათვის ოქტომბერში ან ნოემბერში მოხდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას გვიან ზამთარში შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები