პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წალენჯიხის ახლად არჩეულ მერს წარმატებას უსურვებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, გია ხარჩილავამ დამსახურებულად გაიმარჯვა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.
მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი იმდენივეს გააკეთებს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.
„მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩვენ მთელი ცენტრალური მთავრობა ვითანამშრომლებთ მასთან.
ჩემმა ნათქვამმა არჩევნების დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც”. – თქვა ღარიბაშვილმა.