საქართველოს პრემიერ მინისტრი მორიგი “ლოქდაუნის” იდეას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს, მაშინ როდესაც, მისი განცხადებით საქართველოში ვაქცინის 2 მილიონზე მეტი დოზაა შემოსული.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს არის მცდარი გზა.
ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
“უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ.”
ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, ქვეყნის ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრის ჩატარებაა,
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩაკეტვით ვირუსი ვერ დამარცხდება და ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.