LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება

759
1568273018-1558103567-1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით.

„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წელს დაგეგმილია ომის ვეტერანებისთვის 22 ლარიანი დახმარების ზრდაც და ის გახდება 100 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები