„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, უგულებელყოფს ევროკავშირის სხვა პუნქტებს საჭირო რეფორმების შესახებ?“– ამ განცხადებით შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის ურსულა ფონ დენ ლაიენისადმი გაგზავნილ ღია წერილს ეხმაურება.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ერთი მდიდარი ადამიანის ინტერესებია.
„სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.“– განაცხადა იან კელიმ.
Why is the PM writing the EU Pres on behalf of his country’s richest man, ignoring the EU’s other points on needed reforms? If nothing else, it shows that his priority is to put one very rich man’s interests before those of his country. https://t.co/pt4toHEY2m
— Ian Kelly (@ikelly731) July 18, 2022