LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჯერა, დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში: ოლივერ ვარჰეი

85
1584564382-ოლივერ-ვარჰეი

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოში კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება. მისი განცხადებით, ორივე მხარე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც მხარეებს გამოსავლამდე მიიყვანს.

„როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა ბორელმა, ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მოჰყვა შარშან შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან დაკავშირებით ერთადერთ წინადადებას ვიტყვი – ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რომელსაც მივყავართ გამოსავლამდე, რომელიც თავის მხრივ თანხვედრაშია კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეი.

მოლაპარაკებებს დროს ორივე მხარემ უნდა დათმოს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები შედეგი იყოს მიღწეული: ჯოზეფ ბორელი

ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები: ჯოზეფ ბორელი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.

სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ: ჯოზეფ ბორელი