Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გვარამია: ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან, მეტი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს, ეს ძალიან გვაწყობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან, მეტი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს, ეს ძალიან გვაწყობს

370
1

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ეხმიანება და ამბობს, რომ “ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან”.

ამის შესახებ გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არათუ განხილვის თემა არ იქნება, ღარიბაშვილი აღარ არის ამ ქვეყანაში განხილვის თემა. ღარიბაშვილზე შეიძლება ისაუბრო ფსიქიატრთან. რაც მეტი, მით უკეთესი, მეტი ღარიბაშვილის განცხადება საქართველოს, ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს, ამიტომ ამ აქტივობებს მივესალმებით.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სააკაშვილთან შეხვედრის დროს სხვადასხვა მიმართულებით ისაუბრებს. გვარამიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი მალე გარეთ იქნება:

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ვისაუბრებთ ისევ საქმესთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებებზე, არამხოლოდ საქმეზე და ინფორმაციებს ერთმანეთში გავცვლით, მეც მივაწვდი რაღაც ახალ ინფორმაციებს მასთან დაკავშირებით, ჩვენ სამართლებრივი ბრძოლა გვაქვს გარდა პოლიტიკურისა და მიხეილ სააკაშვილი მალე იქნება გარეთ.

ქართველი ხალხიც იქნება თავისუფალი, მარტო მიხეილ სააკაშვილი არა. “ქართული ოცნება” ეწინააღმდეგებოდა რეფერენდუმს და ისე მოიქცა, რომ ვადამდელი არჩევნები მიიღო, მეორე ტური არის ვადამდელი არჩევნები, მორჩა და გათავდა. მეორე ტურში იქნება ოპოზიციის გამარჯვება და “ქართული ოცნება” აღარ იქნება ხელისუფლებაში, მარტივია, როგორც დღე, ისეა ნათელი”, – თქვა გვარამიამ.

გვარამიამ ასევე ყურადღება გაამახვილა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საპატიმროში სააკაშვილი ტელევიზორით ვერ სარგებლობს:

“სააკაშვილს ბარათზე დარიცხული აქვს ფული. კაცი შიმშილობს და მხოლოდ ტელევიზორი უნდა. რას ეუბნებიან ამით? იშიმშილე, ფულიც გქონდეს, თუ გინდა საჭმელი იყიდე, მაგრამ ტელევიზორი არა? სირცხვილია უბრალოდ”, – თქვა გვარამიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გვარამიას თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია:

“ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილურია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს და ამას მივაღწევთ.” – თქვა გვარამიამ.

მაქვს უმძიმესი ინფორმაცია, აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას – თაკო ჩარკვიანი

ბოლოს კი აღნიშნა, რომ “ქართულ ოცნებას” აღარ ელაპარაკება:

“ქართული ოცნება” არის კოლექტიური თიკა კანდელაკი და ახლა მას რომ პასუხი გავცე, გამოდის, რომ მეორე პასუხი თიკა კანდელაკს ან ჟირინოვსკის უნდა გავცე. ამ კოლექტივს ერთიანად აქვს შერაცხადობის პრობლემა. ამიტომ, ველაპარაკები იმას, ვისაც ჭკუა მოეკითხება და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია – ბიძინა ივანიშვილს. მეტი ადრესატი ჩემს მიმართვებს არ ჰყავს. ბატონო ბიძინა, ისტერია დაამშვიდეთ, დაუბრუნდით რაციონალური განსჯისა და ინსტინქტებით მოქმედების რეჟიმს და გადაწყვეტილება დროზე მიიღეთ – გამოუშვით სააკაშვილი და გაწიეთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რადგან სხვა არჩევანი თქვენ არ გაქვთ. ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი.” – თქვა გვარამიამ.

ის უკრაინელმა ოლიგარქებმა ქართულ ოლიგარქს გადმოაბარეს, არამამაკაცურია სააკაშვილის ფსიქოანალიზით დაკავება – ხუხაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები