გურიაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში 3 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა:
- ArtOa.io – ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შეუფერხებლად აკავშირებს კედლის მხატვრებსა და მომხმარებლებს. უნიკალური AI/AR Order Generator ტექნოლოგია მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შექმნას კედლის იდეალური არტი წუთებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროსა და ძალისხმევას, რომელიც საჭიროა არტ-ინსტალაციის პროცესში (ოზურგეთი)
- Tailor.ge – პროექტის მიზანია Software პლატფორმის შექმნა სამკერვალოებისთვის, ვებგვერდზე შეთავაზებული სხვადასხვა თარგისგან სასურველი ესკიზის შესაქმნელად (ოზურგეთი)
- Rize.ge – პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველი ქართული ციფრული დონაციის პლატფორმა იუთუბერებისთვის, ინფლუენსერებისა თუ საჯარო ფიგურებისთვის, რომლებსაც სურთ crowdfunding-ის დახმარებით განავითარონ კონტენტი (ლანჩხუთი)
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
ცნობისთვის, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა.