LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება

138
Untitled design (2)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ერთ-ერთი ჩინური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება“.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

მისივე თქმით, პრემიერობის ორ ვადას შორის, ირაკლი ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, მისი ინტერესია დიდძალი ფული გამოიმუშაოს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“.

„ჩინური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია. ღარიბაშვილი ღიად აქებს და მხარს უჭერს ისეთ ჩინურ ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩინეთი დასავლეთის საპირწონე ალტერნატიული „ჩინური მსოფლიოს“ შესაქმნელად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციულ საგარეო და უსაფრთხოების კურსს. ამავე დროს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიზნებს. ეს ღარიბაშვილს არ ადარდებს. პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, იგი დაინტერესებული მხარეა – ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ.

სწორედ ამის ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ხელისუფლება აშკარად ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის. რასაკვირველია, ამას მოჰყვება შესაბამისი გამოხმაურება დასავლეთიდან და მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება, საქართველოზე პროქართული კონტროლის აღსადგენად და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად. ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-შია და ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები