ჯამბულატ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, მეცხრეკლასელი დავით ჭყონია გახდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.
„გუშინ უკრაინაში დაცემული ქართველი გმირის, ჯამბულატ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, მეცხრეკლასელი დავით ჭყონია გამოვავლინეთ. გუშინვე შევიტყვე, რომ ჯამბულატის მამა, არჩილი ომში წავიდა. დიდება გმირებს!
ჯუმბულატის სტიპენდია მხოლოდ მისი სოფლის მკვიდრებს გადაეცემათ. კიდევ გვაქვს ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია და ძირითადი ხაზი, რომელიც ნიჭიერ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ავლენს,“ – წერს გიორგი კეკელიძე.