საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსეთის გარიცხვას:
„ბუჩა – სისხლის კალო, რომლის მომკელსაც ეს არასდროს უნდა შევარჩინოთ. ვისაც, როგორც შეგვიძლია, ისე: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, უკრაინის ასოციაციის თხოვნით, მხარი დაუჭირა საერთაშორისო ბიბლიოთეკათა ასოციაციიდან რუსული ბიბლიოთეკების გარიცხვას, რომლებიც კრემლის პროპაგანდას ატარებენ. ჯერ უმცირესობაში ვართ, მაგრამ მთავარი მოქმედებაა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!“