LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის“ – პრემიერი პატრიარქს იუბილეს ულოცავს

101
პრემიერი და ილია მეორე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება. დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.

„პატრიარქი არის საქართველოში სიმშვიდის, სიკეთისა და უფლის რწმენის უმთავრესი გარანტი“ – კობახიძე ილია მეორეს იუბილეს ულოცავს

შალვა პაპუაშვილი: ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს მხნეობას და დღეგრძელობას! დიდხანს გვაძლიერებდეს მისი სითბო და ლოცვა ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები