LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკში, აფეთქება მოხდა – დაღუპულია, სულ მცირე, 50 ადამიანი

250
31204730e7906b3

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯებალიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში აფეთქება მოხდა.

BBC ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულ მცირე, 50 ადამიანია დაღუპული.

სააგენტო Reuters-მა გაავრცელა შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები, რომლებზეც მიწასთან გასწორებული შენობები ჩანს.

ჯებალიას ლტოლვილთა ბანაკი, ღაზის სექტორში მდებარე 8 ბანაკს შორის, ყველაზე დიდია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, ბანკში 116 ათასზე მეტი პალესტინელი ლტოლვილია რეგისტრირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები