LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღაზაში ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ, ამას გამართლება არ აქვს, მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს“ – ემანუელ მაკრონი

166
ემანუელ მაკრონი

BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ბავშვებისა და ქალების მკვლელობა. მისი თქმით, საფრანგეთი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა.

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი მკაფიოდ გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს.

„დე ფაქტო დღეს მოქალაქეებს ბომბავენ. ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ. ამას მიზეზი და გამართლება არ აქვს. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს.

ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის ტკივილს და ჩვენ ვიზიარებთ მათ სურვილს, მოიშორონ ტერორიზმი. ჩვენ საფრანგეთში ვიცით, თუ რას ნიშნავს ტერორიზმი“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი როლი არ არის, განსაჯოს, დაირღვა თუ არა საერთაშორისო სამართალი. „მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ“, – აღნიშნა მაკრონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები