LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის პირველი სამუშაო დღე თავდაცვის სამინისტროში [ფოტოები]

221
71024682-2770369849662406-5851830083953623040-o

დილის 9 საათზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე პირველი სამუშაო დღე დაიწყო.

მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა გუშინ ერთხმად გამოუცხადა.

ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით დამტკიცებულია [ვიდეო]

გუშინვე, თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სტრუქტურის მოწყობაზე და მიზნებზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები და ჯარი უფრო ძლიერი მექანიზმი გახდეს.

„არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ჯარს.

მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარიმათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. 

არ მომწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ჯარში და ყარაულებად მსახურობენ - ღარიბაშვილი

მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები.

ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა უკეთესი პირობები მათთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, უკეთესი სოციალური პირობები მათთვის და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება დაპირებული რეფორმები. ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ საქართველომ შვეიცარიის მაგალითი გაიზიაროს.

ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ისრომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდებიქვეყნის მთავარი პოტენციალი, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებსკრიმინალსგავზარდო მათში მოტივაციარომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო. ჯარი უნდა გახდე ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი.

არსებული სისტემა მეც არ მომწონს. მე არ მომწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ჯარში და ყარაულებად მსახურობენ.

ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნება მზად რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები