„დღეს მოქმედი პროგრამა 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას ითვალისწინებს. ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ – დღეიდან თითო სტუდენტზე 300 ლარი გახდება და სტიპენდიას 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული თანხა, შეიძლება სიმბოლურია, მაგრამ, მისივე თქმით, „ეს მათი მხრიდან ჟესტი და დაფასებაა“.
პრემიერის თქმითვე, კრიტერიუმები, რომელიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება:
„მოგეხსენებათ, ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. მინდა გამოვყო ჩვენი განათლების ცენტრი, მინდა გითხრათ, რომ წლებია, ჯერ კიდევ, ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და მათ სრულიად უფასოდ ვასწავლეთ.
შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს ბიუჯეტიდან აფინანსებდა და საკუთარ ოჯახის წევრებსაც ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ, უფინანსებდნენ სწავლას – ეს არის განსხვავება.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებასა და იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას შეძლებს, რასაც 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.
„ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა“ – „ლელო“ პრემიერის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის
ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, რა თქმა უნდა, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, კერძო სტრუქტურებში საქმდება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი სიძლიერეა.
ჩვენ ამ პროექტს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი ამ მიმართულებით მუშაობს.
მეორე მიმართულება, რაც გვაქვს, ეს არის, ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, მათი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.