LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გასულ წელს გვქონდა, ეს გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ

55
1568273018-1558103567-1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მცირდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანას წელს ისეთივე წარმატებული წელი ექნება, როგორიც გასულ წელს ჰქონდა.

„წლის ბოლოს მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ს 40%-მდე, ნაცვლად 51%-სა, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია. ამასთანავე ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ს 4,4%-დან მცირდება მშპ-ს 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3.2%. დეფიციტის და ვალის შემცირების პარალელურად დამატებით თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებების დასაფინანსებლად, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სპორტი.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ პროგნოზი, ტენდენციები, პოზიტიურ დინამიკა გაგრძელდება და წელს გვექნება ისევე წარმატებული წელი, როგორიც გასულ წელს გვქონდა. ეს მოვახერხეთ სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური, გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზედაც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები