„დარწმუნებული ვარ, რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით საქართველოს წინსვლა, შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას მალე მოიტანს “, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ღარიბაშვილი წერს, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინა პირიზთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.
„ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს გაძლიერებული პარტნიორობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესახებ, რაც გლობალური უსაფრთხოების სფეროში მოკავშირეების მხარდაჭერას გულისხმობს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წინსვლა რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით, შედეგად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას მალე მოიტანს,“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Fruitful meeting w/@JavierColominaP on the importance of #NATO-?? enhanced partnership, Black Sea security & ??’s commitment to support its allies in pursuit of global security. Confident that ??’s progress on its reform agenda will soon result in our membership in the alliance. pic.twitter.com/ds2BPwLOb0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 20, 2021