LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი მინაშვილს: „აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“

168
ღარიბაშვილი და აკო მინაშვილი

„აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს აკაკი მინაშვილს მიმართა, როცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრობდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა:

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: ყველა სამკურნალოა, სასწაულია

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედებები არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა.

„თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არავითარი აქტივობა არ გვინახავს, პირიქით, კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერეს ხელი. რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიჰყიდეს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ აკაკი მინაშვილმა პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.

„ნუ ყვირი, კაცო. კარგად იცი ეს შენ. ნუ არტისტობ ახლა, აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა, წყნარად იყავი“, – მიმართა ღარიბაშვილმა მინაშვილს.

საპასუხოდ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ღარიბაშვილს მოსთხოვეს დაეკონკრეტებინა, რომელი ობიექტები გადასცეს მათ რუსეთს, რაზედაც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ათეულობით ენერგეტიკულ ობიექტზეა საუბარი, „ამასთან სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესა.“

პრემიერის განცხადებებს ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები