LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტურ მედიაგარემოს

296
irakli-garibashvili-23-1646037449

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

„ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები