„ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილ დეკლარირებულად რუსული ძალა და ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ადამიანების წინაშე მოღალატეა.
„ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე. როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო, როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ, როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია, როცა ბავშვები შიმშილობენ…
მეტს აღარ გავაგრძელებ, ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკური და ფინანსური ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი „ოცნების“ ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას”, – წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საგარეო ვალის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავს შეიკავებს.
გვაქვს შიდა რესურსი, არ არის საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი – ეკონომიკის მინისტრი