LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება

503
Untitled design (5)

2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, აღნიშნულ პროგრამაზე, ჯამში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება:

„მომდევნო წელს სოციალური მიმართულებით სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პენსიები, შშმ პირების დახმარებები და სხვა, ამას დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრულ არ იყო.

მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი, დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები და გაისად, 2023 წლის პირველი ივლისიდან ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება – ღარიბაშვილი

პრემიერი: ივნისი-სექტემბერში ქვეყანაში კონცერტები გაიმართება – 70 მილიონს გამოვყოფთ, გვაქვს ამის თანხები

საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები